Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს (4.05.2020) გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 29–ე მუხლის მე–2 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების, მე-20 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 5 მარტის  №22/2014 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ადგენს:

1.      გამოცხადდეს კონკურსი სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - ,,ფაკულტეტი“)  დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით.
2.      კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის 5 ივნისის  10:00 საათიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1,ოთახი №207.
3.      კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2020 წლის 12 ივნისი, 18:00 საათი.
4.      ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებულ საარჩევნო პროცედურებში“  საარჩევნო პროცედურების მე- 71 მუხლის ამოქმედების შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით,  კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდეს ელექტრონულად, შესაბამისი განცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ელ. ვერსიების (pdf ფორმატი) გამოგზავნის გზით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamarmokverashvili@tsu.ge . იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე გამოქვეყნდება კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2 ივნისისა.
5.       ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2020 წლის 19 ივნისს,14.00-17.00 სთ-მდე (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებულ საარჩევნო პროცედურების მე-71 მუხლის ამოქმედების შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა გაიმართოს Zoom-ის პლატფორმაზე. კენჭისყრის პროცედურა ჩატარდეს თსუ-ს მიერ შემუშავებული ხმის მიცემის ონლაინ პლატფორმის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს ხმის მიმცემის სრულფასოვან იდენტიფიკაციას (მათ შორის პირადობის მოწმობის წარდგენით) და ხმის მიცემის სრულ ფარულობას; იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება ფაკულტეტის საბჭოს სხდომის Zoom-ის პლატფორმაზე გამართვისა და კენჭისყრის პროცედურის თსუ-ს მიერ შემუშავებული ხმის მიცემის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე გამოქვეყნდება ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ჩატარებამდე, მაგრამ  არაუგვიანეს 16 ივნისისა.
6.      პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:


a.        განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
b.        განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
    ა) პირადობის მოწმობის ასლი;
    ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
   ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ (დოკუმენტაციის წარმოდგენის  ეტაპისათვის  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების  მე-71 მუხლის ამოქმედების შემთხვევაში  ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენა არ იქნება სავალდებულო);
   ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ.
c.        ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილ დოკუმენტაციას   წარმოადგენს ამავე დოკუმენტით განსაზღვრული  წესით და ვადებში.


7.      ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014  წლის 5  მარტის  № 22/2014  დადგენილებით.

 

თსუ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო